|
მარინა! მაგრამ როგორ გაიგებ: ჩვენს შორის მთელი წელია უკვე. ქუჩებში ქარი დგას და არიგებს უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს.
ჩემს მხრებზე იწვა მთელი სიმძიმით და შეუმჩნევლად მიღლიდა თვალებს თეთრი სანთლების ცივი ციმციმი.
იმედებივით ართმევდა ფერებს და ყველაფერი გადაწყდა უცებ, სულ უმნიშვნელო ყოყმანის მერე.
და სიბერეზე გადაკრულ სიტყვას. ძალიან დიდხანს გაგრძელდა თოვლი, ძალიან დიდხანს, ძალიან დიდხანს.
და დილით, როცა ფანჯრებს ვაღებდი, მოჩანდა, როგორ მოჰქონდათ ბავშვებს თოვლის ბრჭყვიალა ბაირაღები.
ბაირაღები მოჰქონდათ ბავშვებს. მე კიდევ მთვლიდნენ ოჯახის წევრად, მე კი ქუჩებში ვეძებდი საშველს.
ჩვენი ქუჩები, როგორც ცხენები. მარინა! შენი ძებნით დაღლილი ვწვებოდი თოვლში და გიხსენებდი.
ჩვენს შორის მთელი წელია უკვე. ქუჩებში ქარი დგას და არიგებს უჩინარ ეჟვნებს, ზარებს და ბუკებს. |


