კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:07

 

პორტიდან ისმის გესმის საყვირი,

გემი კი ნიშნავს მეზღვაურებს,

ან უფრო სწორად,

მუშტრებს, რომლებმაც იციან ფასი

ნაუცბათევი სიყვარულის...

ბავშვებო კმარა!

სასწრაფოდ უნდა დაცალოთ ქუჩა,

ისედაც ვიწრო.

აქ ჩაივლიან მეზღვაურები,

სხვების მამები და სხვების ქმრები,

დანატრებულნი ოჯახურ სითბოს,

დახარბებულნი დამპალ ცხოვრებას...

და თუკი დღისით თქვენ გეკუთვნოდათ,

ახლა ბნელია ეს ჩვენი ქუჩა.

აკრიფეთ თქვენი თოჯინებიც... ეს თოჯინები

საკუთარ ბავშვებს გაახსენებენ

ჩვენს მეზღვაურებს

და ჩვენ დავკარგავთ ერთი ღამის ბედნიერებას -

ბავშვებო, დედების ხათრით,

დაგვითმეთ ქუჩა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen