კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 20:06

 

გზაში, კუპეში, ბორბლებზე, ღამით,

მე ვიცი ერთი: ვიძენ ან ვკარგავ.

და კიდევ ერთი: ეს დღე თუ წამი,

გამახსენდება როდისმე კარგად.


ახლა კი იჯექ და წიგნი ფურცლე,

განმქარვებელი სევდის და რულის,

სანამ სოროდან გამოვა უცებ

სადგური თავის საკუთარ სუნით.


სარკმელს გარედან აწყდება ბოლი

და ბოლში ჩვენი ლანდები თრთიან...

მე მიყვარს ყოფნა უცნობებს შორის,

ისინი კაცად მაშინვე გთვლიან.


მათ არ იციან, რამეს თუ წერდი,

ან თუ ზედიზედ იღებდი ვალებს

და, როგორც შემხვედრ ორთქმავლის ელდა,

ისინიც სადღაც ქრებიან მალე.


რაც მთავარია, არაფრით არ ჰგავს

ჩემს ჩვეულებრივ ყოფას ეს წამი,

და სულერთია, ვიძენ თუ ვკარგავ

გზაში, კუპეში, ბორბლებზე, ღამით...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen