კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:48

 

ფეხმძიმე ღრუბელი წვიმით მშობიარობს,

ელვამ გადასერა ღრუბლის ტკივილები.

წვიმავ,დამიძახე, უნდა მოგიარო,

ღრუბლის ორსულობით რა ვქნა, ვიხიბლები;


რადგანაც მე თვითონ ბუნების შვილი ვარ

და ევას სამოსი ედემში მოვირგე.

ვაბანკზე ყოველთვის სულ მარტო მივდივარ,

ყველა წაგებული ერთ ხელში მოვიგე.


ახლაც წვიმის გზებით დავდივარ, ეს ღამე

მინდა რომ დაიქცეს, მოვარდეს მეწყერი...

ეი, ქარიშხალო, ბოლომდე ეწამე,

მიყვარს გალაქტიკა, ჩემსავით მერყევი.


სურვილი ეტყობა იმან გადარია,

ღამეს რომ დასცვივდა ტკივილის წვეთები,

ჩემი ცხოვრებაც ხომ ის გიჟი ქარია,

თვითონ რომ არ ვიცი, სად შევეფეთები.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნანა ცინცაძე  • • •   ნანა ცინცაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen