|
ვთამაშობდი.. ვიცინოდი... ვხარობდი... ქუჩა-ქუჩა დავედევნე მაქციებს. არ მიყვარდა, სიყვარულშიც ვდარობდი, მეპატიოს... წყალი ღვინოდ ვაქციე.
თენდებოდა, ღამის მადლი დამდევდა. იალაღზე რად მინდოდა ლეიბი, სასთუმალთან უხმოდ ფიქრი ათევდა.
სუფრა მქონდა საქეიფოდ გაშლილი. წინ ვუსწრებდი ჯერარყოფილ მოვლენებს, მეპატიოს... კოსმიური კავშირი.
დავასვენე ჩემს საკანში მტარვალი. ღმეთი მყავდა ოლიმპოზე თამადად, სადღეგრძელო დაილია მრავალი.
სიყვარული თან დამყვება იმედად. "ასეთი ვარ, ვერ გაიგეეთ?" - ვიყვირებ, მე კი არა, თვით უფალმა ინება. |


