კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 03:39

 

 

მაკინე ამირეჯიბს

 

საგანგებოდ მოვლენილო

უზენაეს განგებითა,

სულთან გულის გადამბმელო

მომხიბლავის ჰანგებითა.


თვალი გჭამს და ყური გყლაპავს 

და მაინც ვერ ძღება გული;

ვარდ-ბულბული შენში თხზულა,

რომ ამაღლდეს სიყვარული.


გიყურებ და მაგონდება,

თვალ-დათხრილი მე ბულბული,

გაცრცვნილ ზამთარს რომ ვერ ხედავს,

თვალწინ უდგას გაზაფხული.


მოტყუებით მოხიბლული

აფერადებს ჰანგით ჰანგსა,

ქვეყნად ცხოველს გამოიწვევს

"ცით ფრინველს და ზღვით ნიანგსა."


შენც ისა ხარ!... მხოლოდ განზრახ

ჩვენ აწმყოზე ხუჭავ თვალსა

და ოცნებით წარმოიდგენ

ჩვენს წარსულს და მომავალსა.


ხან ქვითინებ გულ-დაწყვეტით,

შავ ქვესკნელში აძვრენ ხმასა,

ხან იმედი ცაში აგყავს

აორკეცებ გულის თქმასა!...


ჩამოგვბერე ჩვენც ეგ ძალა,

სულთან გულის გადამბმელო,

რომ ყოველთვის თვალ-წინ გვედგას

ფერ-მიხდილი საქართველო!..

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen