კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 18:46

 

 

როდესაც გაჭირვებული

კისრულობს სხვისა მონებას,

რომ არ დაეცეს უფალო,

ნუ გამოულევ გონებას.


უღირსი როცა შეიძენს

შემთხვევით ყოფა-ქონებას,

რომ არ გაბრიყვდეს, უფალო,

ნუ დაუკარგავ გონებას.


როდესაც ქალი კეკლუცი

ხელს მიჰყოფს თავ-მოწონებას,

რომ არ გაფუჭდეს პრანჭვითა,

ნუ დაუმონებ გონებას!


როდესაც ვკრეფავთ კოკობ ვარდს

და ვსცდილობთ ზედ დაკონებას,

რომ იქ ეკალსაც ვხედავდეთ,

ნუ დაგვიბნელებ გონებას.


ყველას, ყოველთვის, ყოველგან,

ნუ გამოულევ გონებას,

რომ მხოლოდ სიბრძნე-სიმართლით

სცდილობდეს შენსა მონებას.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen