კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:21

 

 

ოთხი ფიცარი კუბოსთვის

უბრალო, შეუმკველადა

და ოთხი მუშაც წამღები,

რომ გამასვენონ ხელადა.


არც გვირგვინები, არც სიტყვა

არცა რა ცერემონია!.

არ მინდა!.. მოლას ანდაზა

მეც ბევრჯერ გამიგონია.


მინდა რომ ბაღში დამმარხონ,

სადაც არ იყოს სხვა მკვდარი!..

ზაფხულმა მწვანით შემმოს

და თოვლს მაყრიდეს ზამთარი!.


მზე საფლავს სხივებს ტყორცნიდეს

დაქათქათებდეს ზედ მთვარე,

და ვარსკვლავები ჭიკჭიკა,

მიბნედით მოსხივ-ცისკარე.


დილ-დილით გასაღვიძებლად

შაშვმა მისტვინოს ზევსური,

რომ მის მაღალ-ბან სალამურს

სიკვდილმაც დაუგდოს ყური.


საღამოს ვარდის ჩიტუნამ

ჩასკვნით ჩამკვნესოს "ნანინა”,

იქვე მახლობლად ბუჩქებზე

მას აერჩიოს რა ბინა!..


და ამდენ ნატვრის გვირგვინად

ერთსაც დავსახავ სხვა რამეს:

კავშირსა სიკვდილ-სიცოცხლის,

ორივე სოფლის სიამეს!


ის მირჩევნია ძვირფას ძეგლს...

ყოველგვარ სანახაობას,

რომ იქ უქმე დღეს ვხედავდე

მოზარდულ ქართველ-თაობას!..


იქ თამაშობდეს, ცელქობდეს,

ეხორცებოდეს ქართველ-ერს!..

და თავისუფლად დამღერდეს

ძველებურ „მრავალჟამიერს!."

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen