|
(ვუძღვნი დ. ს. ბაგრატიონ-დავითის შვილს)
თუმცა ქალია, მართ ოდენ ღვთისაგან დანაბადია!.. ლეკვი ლომისა სწორია: ძუ იყოს, გინდა ხვადია!
ჭიაბერ ბრძენმა-სოგრატმა და მით გამოსთქვა უტყუვრად მთლად საქართველოს გულისთქმა.
ვერ გამოხატა სავსებით, ის, ვინც მეტია ამ ქვეყნად ყოველთა არსთა არსებით.
და გრძნობით დედათ-სქესია!.. სითბო-სინათლის შენათხზვა დღიურ მნათობის წესია.
გმირთ-გმირი, ლომთა-ლომია! ჰფიქრობს ქვეყანა განკურნოს... ქვეყანაც მისი მდომია!
რომ მისი ეშხით დაებას? ვინ არის, თაყვანს რომ არ სცემს ვით უკვდავებას... ღვთაებას?!
მეფე და უფლისწულები; სიცოცხლე მოაქვთ საკმევლად და ფიანდაზად გულები.
არავის ათბობს მნახველსა; გაურჩეველად, თანასწორ აფენს კი ყველას ნათელსა.
უფსკრულსა დიდი-ზღვისასა! ვერავინ შესძრავს ვერც ერთს ძაფს თამარის გულის-თქმისასა!..
ქვეყნიურ აღმა-ფრენითა! არც კალმით დაიხატება, არც გამოითქმის ენითა!.
სხივ-ისრით გამსჭვალულია; სურვილს უსიტყვოდ გულში ჰკლავს, გრძნობა მით დაფარულია.
სამარეს ჩავაბარებო; თამარს შევსწირავ სიცოცხლეს, მით ვიშვებ... გავიხარებო!!
ხან-და-ხან შეთინათინებს: არცა აღვიძებს თვის გრძნობას და აღარც მისას აძინებს!
ნაშთი ედემურ-ქონების! ვინ იცის: ვისი მეტია ის მსხვერპლი გრძნობა-გონების?
მესაიდუმლემ იმათმა: ხარბად ჩაჰყლაპა ორივე; დაჰფარა მათი გულის-თქმა.
ზოგჯერ უკუღმაც ჰტრიალებს: ერთს რომ ქვესკნელში გააძვრენს, სხვას აღმა ააფრიალებს.
ძლივს ბჟუტავს ჩვენი ლამპარი; ჩვენი წარსული ჩვენთვისვე გამხდარა სიზმარ-ზღაპარი...
ფერ-ცხადად გვიდგმენ სცენაზე, და ჩვენც მივდივართ სამზერლად, თვითქო დიდ-გამოფენაზე.
ოცნებამ შეითამაშა! მაყურებლები აჟრჟოლდენ, დასძახეს „ვაშა!“ და „ვაშა!“...
ყურს არ უგდებენ სცენასა, არც აღტაცებით ტაშს უკვრენ და არცა სძრავენ ენასა.
საკუთარ მზე და მთვარისა. ერთია ნაშთი მხარგრძელის, . მეორე თვით თამარისა.
და მათსა შეთანხმებასა? გრძნობას უკმევენ სამსხვერპლოდ, და სწირვენ ქებათ-ქებასა?
წინაპრებსავით ოცნება, და სხვა-და-სხვა მხრით ორივე ცალ-ცალკე გაიტყორცნება?!
ორ-პირი, ცვალებადია!.. დღეს ჭირისაგან დამხსნელი, ხვალ დამჭირავი ბადია!!.. |
| პოეზიის გვერდი • • • |


