|
სიმღერა
გულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა!
აყოვდებიან იანი, გაიბანება წვიმითა მთა და მინდორი მტვრიანი, საფლავის ქვაზედ მოჯდება ოფოფა სავარცხლიანი.
დამამშვენებნი ცისანი: გუგული-დ მერცხალიც მოვლენ ფრინველნი შორის გზისანი.
მთას თოვლი, ხევში-ზვავია. გამაიმტვრევა არაგვი, გაზაფხულობით შავია,
გაბეზრებული, ავია. მტკვარსაც ჩასძახებს მრისხანედ: შენაც გაშალე მკლავია!
მიწის სიცოცხლით ფუილსა, მოსქდება წვიმა ხშირადა, დაბლა მაიღებს შხუილსა;
შავის ღრუბლების ხუილსა. გულო, ჩვენც სიცოცხლეს ვიგრძნობთ, ლაღს მოვისურვებთ მღერასა,
ყოვლგნივ ბუნების ლხენასა, იმედი ბევრად სჯობია უაზრო ბედისწერასა! |


