კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 00:56

 

 

არ შეგეშინდეს!

ვთქვათ და დღეს მოვკვდით,

ხომ მაინც ასე იქროლებენ ანცი ქარები,

ხომ მაინც ასე ითრთოლებენ ქარში თელები!

მზეც მარადიულ სიყვარულით მოეფინება

მთებს და მწვერვალებს.

კვლავაც იელვებს წითელ-ყვითლად ლამაზი ევა,

კვლალ მინდორ-მინდორ გაფრინდება ბექას საღარი

და სიყვარულის დროშასავით აფრიალდება

ძველი სიმღერა:"მე შენ მიყვარხარ!"

არ შეგეშინდეს! არ შეგეშინდეს!

კვლავ მოედება დედამიწას ჟრუანტელივით 

ტელეხმები და რადიოხმები:

- გრძელდება ფრენა მთვარის ჩრდილო -

დასავლეთისკენ,

ხვალ, ცხრა საათზე გაფრინდება დილის რეისი...

არ შეგეშინდეს!

მერე რა, თუ აღარ ვიქნებით!

ხომ იყო დრო, რომ სხვა იყო და ჩვენ არ ვიყავით - 

და მაინც ასე დაფრინავდნენ მოლაღურები

და წითელ კაბას იქარგავდა ლამაზი ევა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen