მთარგმნელი: დავით წერედიანი
|
ნისლისფერად ნათელს აფენ, მიირწევი თაღზე, ქენი მადლი, სოფლის ტრიალს სული ჩემი დახსენ.
ჩემს ღამეზე მოპყრობილო მწყალობელო თვალო.
შენი შუქის ლივლივს, სიხარულს და წუხილს შორის მარტოდმარტო ვივლი.
ტალღა არ დგას, მიდის, ყველაფერი, რაც გვიყვარდა, რასაც ჩვენად ვთვლიდით,
ჟამთა დენას გაყვეს... შევინახავთ მოგონებას - განუკურნელ ნაღველს.
მთა-ბარს კიდით კიდე! ჩემს ჰანგებში იშრიალებ, საგალობლად იდენ.
პირქუში და ავი, თუ ციმციმით ეწვეთები გაზაფხულის ყვავილს.
გნიასსა და ყაყანს, ვისაც მხოლოდ ერთი უყვარს და ვინც უყვარს, თან ჰყავს.
გარინდული ისმენს, რაზეც არვის უფიქრია, არც უგრძვნია ვისმე. |


