კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:49

 

 

ვერ ამოვედი შენი ხარკიდან,

შენი გულიდან, შენი სარკიდან,

უძლიერესო და უძნელესო,

ყველა მიწიერ დანაკარგიდან.


გამითავდება ტკივილი, შიში....

თვითონ ღმერთია ამის მოსურნე -

შენი სიმაღლის მონახე ნიში,

დახარე მხრები ანგელოსურნი.


დახარე თავი - გვირგვინი მძიმე,

მზე  მომალანდე და მომაშივე.

სასახლედ იქცეს მათხოვრის მღვიმე,

წყალობა ცისა დარჩეს ცაშივე.


ხე ცხოვრებისა ამაოდ ვხატე,

ცრემლი დაისხა ნაყოფის ნაცვლად;

მემხობა შენი სიზმრების ბადე,

არ მიწერია გაქცევა, გაცლა.


ვერ ამოვედი შენი ხარკიდან,

შენი გულიდან, შენი სარკიდან,

უნეტარესო და უმწარესო,

ყველა მიწიერ დანაკარგიდან.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen