კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 02:39

 

 

ვიყიდი მობილურს, 

რომელმაც მისამართს დაადო ყადაღა,

ავკრიფავ ნომერს და ჩავმარცვლავ:

სადა ხარ? სადა ხარ? სადა ხარ?


ხმა მესმის: ამეწვა მარცხენა გული და

მარჯვენა ლავიწი,

შენა ხარ, ნამდვილად შენა ხარ, 

ოღონდაც სადა ხარ, არ ვიცი.


აგორდა გორგალი ეჭვისა,

რაკიღა თვალი თვალს მოშორდა,

და ფიქრი პატარა ბიჭივით

გაშოლტა, მიშოლტა-მოშოლტა.


აგორდა ცისფერი დამალა

მიმალა-მომალა, შენიღბა,

ცისფერი მწყურია მე შენი თვალები -

და არა შენი ხმა.


აიჭრა კარტი და არ მყოფნის სიტყვები

გამოსახატავად:

არ ვიცი, არ იცი, არ ვიცით:

სადა ხარ, სადა ვარ, სადა ვართ!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ვახტანგ ჯავახაძე  • • •   ვახტანგ ჯავახაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen