კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 21:18

 

 

რა ამაოდ გუგუნებს 

წუთისოფლის დარდება:

ქარო, რამ გადაგრია,

ზღვაო, რა გემართება?


რა ამაოდ მწუხრისთვის

ფითრდებიან ბინდები,

სულო, ნუ დაეცემი,

გულო, ნუ შეშინდები.


მოაქვთ კუბო... ღამეა...

მოდის შიში შორევი,

რა ამაოდ ირევა

წუთისოფლის მორევი.


ვხედავ: დღეთა ძონძები

ქაოსს ჩამოეკონა -

შენ კი ეს გაზაფხული

ისევ შენი გეგონა.


ყველაფერი გათავდა.

ფიქრი სულს ეზიდება...

რა ამაოდ გვაბრმავებს

წუთისოფლის დიდება.


წყნარად, ნუ აენთები

ჩქარი გამოელვებით,

რა უბრალოდ იღლები

წუთისოფლის ღელვებით.

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen