|
მე მაგონდება დაისის ბაღი და იქ ორი და ცისფერ თვალებით, მათრთოლებს რაღაც იდუმალებით ეს მოგონება - ნაკლებად საღი.
ირგვლივ ქალაქი ფეთქდა ალებით, თითქოს იცვლიდა ფერს გამალებით ნორჩ ვარსკვლავებით სავსე ცის თაღი.
ჩვენ თავს დაგვნათის, როგორც ქიმერა, ვით სიჭაბუკის ნაზი ოცნება.
ჩვენ სამუდამოდ დაგვაძმობილა ქალის ღიმილმა და ჯადოსნობამ! |
| პოეზიის გვერდი • • • |


