კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:07

 

 

ჩუმი და მძაფრი შთაგონებით დიდხანს იწოდა -

სამშობლოს ბედზე გულდამწვარი მებრძოლი კაცი,

აპილპილება, გულისმოსვლაც ხშირად იცოდა,

მაგრამ რომ ჩანდა, კი არ იყო ისეთი მკაცრი.


ეჯავრებოდა ყველა ხარბი, აღვსილი შურით,

გაუტანლობას რომ ხედავდა - გული კვდებოდა,

პატიოსნებით შეძენილი ალალი პური,

ცოტაც რომ ჰქონდა, სხვებისათვის ემეტებოდა.


ამ ქვეყანაზე სულ ამაოდ არ უცხოვრია,

არც მისთვის წუხდა, რომ სიცოცხლე ხანმოკლე არის,

აღზევებისთვის მუხლმოყრით არ უმათხოვრია,

დიდთა წინაშე არ ყოფილა მორჩილად მდგარი.


ჰქონდა კალამი მართალი და დაუნდობელი,

მისი მოქნევის შემართება ახლაც დიდია,

ის იყო მისი ნუგეში და აზრის მშობელი,

ჯილდოზე იგი არასოდეს გაუყიდია.


ზოგს მიამიტი, გულუბრყვილოც ეგონათ ხშირად,

არ სწამდა კაცი, უნუგეშო, უღვთო, უხატო,

გულახდილობა და სიმართლე დაუჯდა ძვირად,

მაგრამ მტრებს იგი იქნებ სხვებმა გადაუხადონ!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იონა ვაკელი  • • •   იონა ვაკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen