კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:19

 

 

 

გაზაფხულია, დასკდნენ კვირტები,

ირგვლივ ზღვასავით ელვარებს არე,

თბილი ნიავის ქრიან ზვირთები,

ბუნება ელის წვიმებს და დარებს.


ო, სანატრელო და უნაზესო,

მეც ღიმლის ვუცდი, გამიღე გული:

მინდა გიამბო, როგორ ამევსო

სული, ვარდივით ჩემში ჩარგული!


ვარ და არცა ვარ! სიზმრად გადვიქეც,

სიზმრად გადიქცა ჩემი არსება!

ვარ და არცა ვარ! დაე, წავიქცე,

რომ მოჩვენების ვიქცე მსგავსებად!


მოდი და გულში დამეცი დანა!

(ეგ საჩუქარი მაისის იყოს!)

რომ სიკვდილის წინ მომესმას ნანად,

ნანა, რომელიც მიმღერდი თითქოს.


არც სიყვარული, არც გაზაფხული

არ იყო ჩემთვის მხოლოდ გართობა!

(იყო ეს ჩემში ღრმად ჩამარხული)

მე სხვა მაისებს უკვე არ ველი.

მე მყავდა ჩემი ღმერთი მფარველი!

ო, დარჩეს ჩემგან როგორც მადლობა,

ეს აღსარებაც უკანასკნელი!..

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen