კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:55

 

მთარგმნელი: ალექსანდრე ელერდაშვილი

 

თრობა მწადია! - რა დროს ზნე და რა დროს რიდია?!

ხელიდან ჯამი, რა ხანია არ დამიდია...

რაწამს სიყვარულს ვეზიარე, ვუთხარ „მშვიდობით"

ყველას, ვინც ცხოვრობს სიწრფელით თუ ვინმე ფლიდია.

ღვინო დამისხი და განგების ზრახვას ჩავწვდებით,

ტრფიალის ტვირთი ვისი სახის გამო მკიდია.

მთასა თუ ჯინჭველს ტრფობის ზიდვა ერთგვარად უმძიმთ...

იმედს ნუ კარგავ, მასში მადლიც დიდზე დიდია.

მხოლოდ ნარგიზს აქვს უშფოთველი ვნება თვალებში,

სხვა მიჯნურს სული შფოთვისათვის მიუყიდია.

მსხვერპლად მიწამე, ბაღ-ბაღნართა არსთა გამრიგევ,

შენს შექმნილ ვარდზე უნეტარესს ვერსად ზმიდიან.

ჰაფეზს სიმდიდრე სოლომონზე მეტი აქვს, მგონი,

მის ხელში ქართა ქარავნები მოდი-მიდიან.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ჰაფეზი  • • •   ჰაფეზის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen