კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:43

 

 

გზაზე დედა ბატი მიდის,

უკან მისდევს ჭუკები,

ლამაზები, ჭკვიანები,

ყვითლები და მსუქნები.


გადაცურეს ღელე, ტბორი,

ვარჯიშობენ: ერთი! ორი!

დედა აჩვევს, პატივი სცენ

ბავშვობიდან ბატურ წესებს!


და ყიყინებს კმაყოფილი:

"ყი-ყი-ყოჩაღ, ესეც ესე!"

ითამაშეს ბაყაყებთან,

ითამაშეს იხვებთან,


დედა თვალს არ აცილებდა,

შვილებს უნდა მიხედვა.

ხან ბალახი გაწიწკნეს,

ხან გათხარეს ტალახი,


ყველა გზა გაიარეს,

ძნელდ გადასალახი.

საღამოხანს შინ მობრუნდნენ

დედაცა და შვილებიც,


ივახშმეს და ძილისწინ

გაიხეხეს კბილები.

ათი ჭუკის ათ ჯაგრისზე

პასტა ათჯერ აქაფდა,

წყალიც მარჯვედ იღვრებოდა:

შხაპ-შხუპ-შხაპ-შხუპ, კაპ, კაპ, კაპ!


დაირიგეს საღამურად

დედის ფრთებქვეშ ადგილიც,

ჩვენში რომ ვთქვათ,

არც ბატების 

დედობაა ადვილი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen