|
- დიდი ზღვის პირას ცხოვრობს ერთი პატარა კენჭი. - ეგ ზღვა სად ცხოვრობს თავად? - ზღვა ცხოვრობს კენჭის გვერდით.
სად ცხოვრობს ეგ ზღვა, აბა? - ეს ზღვა აჭარას აკრავს უყვება ლამაზ ზღაპარს.
წყალს ხომ არა აქვს ენა? - ზღაპარსაც ყვება, მღერის, თუ შეგიძლია სმენა.
ხანაც ზღვა მღერის მარტო. ხან მოწყენილი არის, პატარ კენჭი ართობს.
დარბის აღმა და დაღმა. ხან ბავშვებს დასდევს, წუწავს მისი კამკამა ტალღა.
მეზღვაურებთან ერთად გასცქერს აჭარის მთებში დილით აფრენილ მერცხალს. |


