კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:30

 

 

მილიონი სახის მწერთა

შორის მხოლოდ ციცქნა ფუტკარს, 

საოცარს და ძვირფასს, გამრჯეს, 

კართან მუდამ რიგი უდგას:


აქეთ - თაფლი, იქით - ჭეო,

ეს - დინდგელა, ესეც - ცვილი,

ამ სიმდიდრეს ის აგროვებს

ფრთებით, ფეხებით და ცხვირით.


ფუტკრის ცხვირს ხორთუმი ჰქვია,

თუმც არ გახლავთ იგი სპილო,

ან სპილოს სად შეუძლია,

მწერივით  რომ სულ იფრინოს?


ფუტკარი ხომ პატარაა,

სამკუთხედი ადგას თავი,

გამოუბამს ორის ნაცვლად,

შუბლთან ხუთი ცალი თვალი.


კარგად უნა დაინახოს

ყვავილები, გზები, სკები, 

მხოლოდ საჭირო ხმა ესმის,

და არც ეყურება სხვები.


შრომობს, “შრომობს ფუტკარივით”:

ზოგი ეძებს მტვერს და ნექტარს,

ზოგი სახლს ჰგვის, ჩვილებს აჭმევს.

და არასდროს არ იძინებს,

პატარებსაც შრომას აჩვევს.


და ივსება ფიჭით სკა და 

სკიდან - კასრი, მერე - ქილა,

ქილიდან კი, თაფლი კოვზით

თქვენი არის ყოველ დილას.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen