|
დაიძინა ღრუბელმა, ქარმა ნანა უმღერა. დაიძინა კურდღელმა, ნანინა ტყემ უმღერა.
ნანას უმღერს მთვარე. დაიძინა მტრედმა, ნანას უმღერს დედა.
დაიძინა წყარომ, ნანას უმღერს ბალახი, როგორ მიყვარხარო.
დაიძინა ჩიტმა. დაიძინეს ბავშვებმაც, ცელქმაც, ცეტმაც, მშვიდმაც...
ალბათ კნუტსაც სძინავს, მხოლოდ ზღარბი დადის ბალახებში ფრთხილად.
დაიძინა ქუჩამ. დაიძინეს ხეებმა, ქარ-წვიმებმა, ურჩმა.
უსიზმრობა არ იქნება. თვლემს ცხადიც და ძილიც, ფხიზელიც და ფრთხილიც.
ძინავს ქურთუკს, ჯინსებს, სახვალიოდ ყველა გაფხიზლდება ისევ.
ნამცხვარსა და კევებს - ყველას ძინავს ყველას: პრინცს, ფერიას, დევებს...
შიშმაც იცის ძილი დააძინებს თავის კოშმარების ცილინდრს.
დაიღალა დღეს. ბოლოს, როგორც იქნა, დაიძინა წიგნმაც.
ღამეს ათევს, ბრუნავს. ღამის ფუნჯით ხატავს დილის ნათელ სურათს. მაღლა ცასთან ჰკიდებს, არ ჭირდება კიბე. |


