|
კატა კნავის, ყვავი ჩხავის, ჩიტი გალობს, ძაღლი ყეფს, ყველა საკუთარი ენით აგებინებს სურვილს სხვებს.
ხე, ყვავილი, ღრუბელი, და არავის არაფერი არა რჩება უთქმელი.
ტყე თავს უხრის სინათლეს, ღამეებიც ვრსკვლავებთან საუბრობენ დილამდე.
ყველას თავის ენა აქვს, ყურს თუ უგდებ, გაიგონებ ზღვის ლაპარაკს სელაპთან.
მთის ნისლი და ველებიც მთავარია, მოუსმინო, როცა მიეფერები.
თურმე ადამიანმა, მაგრამ გულის ენა წონის ყველა ენას მთლიანად.
არ აქვს ლექსიკონები, გულის ენას ყველა სწავლობს სულითა და გონებით.
დროს გაუძლებს უვნებლად. კაცია თუ ბუნებაა, მისით განიკურნება.
დედაენა ნამდვილი, სასწავლადაც ეს ენაა სუყველაზე ადვილი!
მართლაც გამორჩეული გულის ენა, გულის ენა, გულის ენა - რჩეული! |


