კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 15:09

 

 

- დანტისტი ვარ, მეკბილე!

საკბილეთის დარაჯი!

ვინც შენ კბილებს გიფუჭებს,

ყველას, ყველას მკაცრად ვსჯი!


სულ ადვილად ვმკურნალობ

ჭიან კბილს და კარიესს,

ხან მორყეულ კიჭს ვაძრობ,

ხან ღრმულს ვავსებ ცარიელს.


როგორც ტყეში კოდალა,

ასუფთავებს ჭიან ხეს,

კაკ-კუკ! ჩხაკ-ჩხუკ! - მეც ასე

ყველა ჭიას მივაგნებ!


არ შეშინდე, არ გატკენ,

გირჩევ, როგორ მოიქცე,

კბილებმა რომ გაგიძლოს 

და  მალე არ მოგიცვდეს.


ჩემი ბურღის მანქანით,

ტკივილს ვერც კი გაიგებ,

კარგად დაიმახსოვრე

რასაც დღეს დაგარიგებ:


- თუ იხეხავ ჯაგრისით,

არ აყოლებ ცხელზე ცივს,

ჭამის მერე წყალს ივლებ,

ისუფთავებ ძილის წინ.


თუ არ ყლაპავ კანფეტს და 

სხვა ტკბილეულს მუჭებით,

ვეტყვი კბილებს, ამ კარგ ბავშვს 

ნუღარ გაუფუჭდებით!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen