|
აიღებენ თხილის ტოტს და თლიან, თლიან, თლიან, თლიან.... საახალწლოდ უნდა დადგან - მიხვდი? - ჩიჩილაკი ჰქვია! თხელ ანათალს ვერც დაითვლი: გაბევრდება ერთი ასად, მზეს ჰგავს ჩვენი ჩიჩილაკი გაგვინათებს სხივით სახლსაც. საშობაოდ მზეც ხომ ასე მოიმატებს სხივს და ნათელს?! თლიან,თლიან, ჩიჩილაკიც სინათლის ხედ იქცა, ნახე? გადმოშალა სხივის ღვარი: ეს მშვიდობის, ეს ბარაქის, ეს სიკეთის ნიშნად არის. დღე იზრდება, სხივნათელობს, ბნელს და ყინვას გადასძალავს, მალე გაზაფხულიც მოვა, და დედამზის ვიგრძნობთ ძალას. იმედის და სინათლის ხევ, მოდი, მოგრთოთ, ჩიჩილაკო! სიხარული ერქვას მინდა სამყაროსთვის შენ ტკბილ ნაყოფს. |


