კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:39

 

 

მზეო, სამყაროს ადგილის დედავ,

გებარებოდეს ეს დედამიწა.

ჟამ და უჟამოს მავალია შენი ნაშუქი,

ჟამ და უჟამოს მავალი იყოს ადამიანიც.

შენს ფესვებზეა ამოზრდილი,

ნუ დაულევ ნათლის ბარაქას.

ხომ კარგად გახსოვს,

ნეკნივით რომ ამოაცალა

პეშვი მიწა ღმერთმა პლანეტას

და შეუქმნა ცოლი ანუ ადამიანი,

რათა მარტო არ ყოფილიყო,

არ გაჰყოლოდა ქაოსის ქარებს,

ვარსკვლავთა ტყეში

სევდიანად რომ მიმოქროდნენ...

უცისკრე და უნათელე,

ცხოველმყოფელო,

სიკვდილშიც სხივი გააყოლე,

მუცლადღებული ნაყოფივით

ერთგულებით სატარებელი,

რომ დედამიწადქცეულ გვამსაც

ისევ ახსოვდეს სიცოცხლე და

ამოდიოდეს

უთვალავჯერ დაბადების

შემძლებელი და მოწადინე,

კიდევ ერთხელ და ათასმეერთედ

რომ მოგაბაროს ავი თვალისგან დასაფარავად

ზეცად და მიწად,

წამებად და მარადისობად,

მამად და შვილად,

ოცნებად და სინამდვილედ

დაყოფილი ჩვენი სამყარო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen