კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:57

 

 

ნელი ქუთათელაძის ხსოვნას

 

ვერცხლის ცისკარს სიანცე შეჰპარვია ცხონებად.

აგერ, წელიწადია, არ ყოფილა ივლისი.

ეს ლექსებიც მეყოფა, სანატრელო, ცოდვებად,

რომ მიყვარდი, ვიცი რომ, არ დამსჯიან იმისთვის.


აგერ წელიწადია, არ ყოფილა აგვისტო.

იწყებიან მზის ჩასვლის მეწამული წირვები.

თუ მივაგნებთ, სად არის ჩვენი სულის სამკვიდრო,

ძველთაძველი წყევლითაც აღარ გავიწირებით.


გიწილადებ ჩემეულ სევდასა და კაეშანს,

ვერაფრით დავეხსნები შენს ოქროვან ხსენებას

და თუ ერთი სიზმარიც სულის მანას აეშვა,

ჩამითვალე სიცოცხლე მარადიულ ჩვენებად.


მინდა, გიაღსარებო ჩემი გულის სოფელი,

შენმა შენანიებამ შვების ტანჯვით შემამკოს.

მსურს, ასფალტით დათალხულ ქალაქების ობელისკს

ჩვენი ყრმობის მინდვრების პანაშვიდი ემართოს.


ეჰ, სადღაა ამ ქვეყნად სიყვარული სამყოფი,

უმალ დაგაღერებენ საუკუნის კარაბინს,

აგერ წელიწადია, შევეგუე არყოფნას,

სიკვდილი თუ მიმყვება ჯოჯოხეთის კარამდის.


თორემ ჩემი ნაქები, ინაზება სიცოცხლე,

სიტყვასაც არ შემაწევს, ისე გამინაპირებს.

აგერ, წელიწადია, ჩამომხმარი მზის ოლე

დგას და აყვავილებას თითქოს აღარც აპირებს.


სტრიქონების ფშანებში განათლული ზმანება

მენანება, ღმერთმანი, რომ არასდროს გაცხადდეს.

პოეზია ლოცულობს ქაოსების სამებას

და სამოთხის სამართალს ტევს ღმერთიდან კაცამდე.


როგორ შემოგაჩვიო ამ უხაო ნაკრძალებს,

როგორ შეგასმენინო უდროობის ვედრება?

აგერ, წელიწადია, სიყვარული აკრძალეს,

შენი გულის ბეთლემიც ხომ არ გამონელდება?


შეშლილი შემოდგომა ტაროსებს,

ვერაფრით დავეხსნები შენს ოქროვან ხსენებას.

როცა ცის ზედაშეთი სიყვარული დალოცეს,

იმ წამიდან სულს მისი სვე-ბედობა ენება.


აგერ, წელიწადია, არ ყოფილა ზაფხული,

ნათლის მოვი მოისხეს მზეთა აისბერგებმა,

შემომცქერის თვალებში ლექსი - ჩემი მსახური,

იცის, ოცნებებიდან ცხადიც რომ არ ერგება.


იცის, ჩასაფრებია სადღაც ტყვია წერტილის,

ცრემლის ვენეციები მოიხილოს ეგება,

მესიზმრა თუ ეს ლექსიც, როგორც თეთრი შროშანი,

სიცოცხლეზე სიკვდილის ავგაროზად გვეკეთა?

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen