კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 13:13

 

 

დღეს შენს თვალებში ცა ჩაწვა თითქოს,

ცა დაღლილი და ძალიან ლურჯი.

კალთიდან ეკლებს ვაცლი ჩემ სტრიქონს

და მზეს ვახატავ ზედ ცეცხლის ფუნჯით.


უკვირთ ამ ლექსებს შენი სიშორე,

მინდვრებს ამძიმებს ფართალი, მწვანე,

სხეულიდანაც ვეღარ ვიშორებ

შენ მონატრებას და შენ ლურჯ თვალებს.


ნაზი ავდარი ბედივით მდევდა,

რას დაგიდევდნენ ბწკარები მკვირცხლი,

გაკიდებია სტრიქონი სევდას,

ვით ველურ რემას - მზისფერი კვიცი.


როგორ მინდოდა რომ ყველა ლექსში

ჩვენი ბავშვობის შროშნები გეცნო.

მერე გტკენოდა ზედმეტი ნეკნი

და ჩემი სული შენ მკერდში გეგრძნო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen