კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 20:38

 

 

როცა ქვეყანა მზეს მოიბინდებს,

ნათელს საფარველს დაადებს როცა,

და ბნელის გვირგვინს დაადგამს თავზე

დიდებასავით, მკვდარსა და ცოცხალს.


მდუმარებაში გამოხვევს სოფელს,

გზა-კვალს აუბნევს უსახლო ქარებს,

მხოლოდ ფიქრები დგანან მხედრებად,

მხოლოდ ფიქრები გადიან გარეთ.


ინადირებენ სივრცეებს, სკნელებს,

ავგაროზებად ჰკიდიათ მთვარე.

ბნელშიც ნათლის მორჩს დაიხვევ სულზე,

თითქოს საცისკრე ჭიგოდაც გთალეს 

ამ ტკივილებმა.


ბალახს მოიდებ,

მიწის საყდარში დაეყუდები.

და სხვისი ფიქრი მოგძებნის მერე,

ვინ იცის, ჯერაც ღამეუთევი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen