კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 02:07

 

 

იყო ასეთი დღეებიც, მახსოვს,

მზეს ამოყავდი და დარდს მიტკბობდი,

სულში ყვაოდა გვირილებით და

ყაყაჩოებით სავსე მინდორი.


და მასკდებოდა სულზე სხეული,

ვიყავი ჩემში და შენში ერთად,

სიყვარული კი, სადღაც, ცის იქით

ჭრელი ჩიტივით, ფრენდა და ფრენდა.


მთელი სამყარო ეტია ჩემში,

მაგრამ მხოლოდ შენ მყოფნიდი სახლად.

ისე მშვენოდი მზის გულზე გაშლილს,

როგორც ყანების ბიბინი - ნახნავს.


მე ვბზინვარებდი ცვრის ყველა წვეთში

და გულს სხეულით ვეღარ ვფარავდი.

ხვატით გათანგულ თიბათვის ძნებში

მზეს შენი თმების ოქროს ვპარავდი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen