კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:41

 

 

და იყო სახლი, იყო მაგიდა,

იყო თოვლივით ქათქათა სუფრა.

და აღარასდროს აღარ წავიდა

დღესასწაული მოსული სტუმრად.

არ დარჩენილა არავინ უბრად

და გამოებნენ მაგიდას თოკით.

და იყო დედა - ქათქათა სუფრა

და იყო მამა - სუფრაზე დოქი.

იყო სახელიც... და უსახელოც,

როგორც სჩვევია ხალხმრავალ ბაქანს,

და იყო დედა - თეთრი საყელო

და იყო მამა - პერანგზე ლაქა.

დგებოდა დილა ღამის ნარჩენით,

ისმოდა ლურჯი მონასტრის ზარი,

დედა - გახსნილი ფართოდ ფანჯრები,

მამა - ოთახში ორპირი ქარი.

და მერე, როცა ღრუბლიან სამანს

მიუახლოვდა სნეული სევდა,

კედელზე გაჩნდა ღიმილი - მამა,

ღიმილთან ცვილის სანთელი - დედა.

და იყო სახლი....

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen