|
ჩემი ავტომანქანა დავქოქე და გაქანდა. პი-პი! მიჰქრის გზაზე ასჯერ სწრაფად სხვაზე.
- რა გიჟივით გარბის! გადაკვეთა ქუჩა, მოედანი, სკვერი, გადააგდო გზიდან ურიკა და ცხენი.
გარბის, ჰერი, ჰერი! აადინა მტვერი კუთხესა და კუნჭულს, ფრთა მოტეხა ლამის ბატის ყვითელ ჭუჭულს.
- რად არ იცავ წესრიგს? წითელს ვანთებ - სდექ, სდექ, შენ მაინც არ გესმის.
შეაშინა ყველა, ბარბი ისევ ყვირის - ნელა, ნელა, ნელა! დავუძახოთ პატრულს, გააჩერებს ხელად!
ვაი, თავი, თავი! დაეჯახა ვაგონს - პასუხი ვინ აგოს?
- ბრაზობს დამსხვრეული ავტო: აღარ ვეთამაშები უწესრიგო პატრონს. |


