კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 20 ნოემბერი 2026 18:43

 

 

- ვინ ჭამს, აბა, თუ იცით, 

სულყველაზე ბევრს?

ვინ, ვინ სანსლავს ყველაფერს, 

რაც გარშემო დევს?


- ვეებერთელა მუცელი 

ვის აქვს ნეტა ქვეყნად?

შებრაწულს რომ  შეყლაპავს, 

შეხვრიპავს და შეხრავს?


- სპილოსა თუ თაგვს?

კოღოსა თუ ვეშაპს?

ვის მუცელში ეტევა 

ყველაფერი ერთად?


სასაცილო სულაც 

არ ყოფილა ეს,

მას ჰქონია თურმე, 

ვინც გააჩენს ცეცხლს!

- ერთ პაწია ღერს!

- ჰო, ასანთის ღერს.


არ დატოვებს  ჩაუყლაპავს 

ცეცხლი ტყეს და  სოფელ-ქალაქს,

სუყველაფერს ლუკმად აქცევს,

- მაღალ ხეებს? - დაბლა დასცემს.


ყველაფერს ჭამს:  ხალხს და ავეჯს,

წიგნებს, ტყეებს,  სახლებს, კარვებს,

მუცლის ამოყორვა იცის

უმაძღარა ცეცხლმა ფიცრით.


ზედ აყოლებს ტონა წყალს,

წვიმებს, ღრუბლებს, ტბებს და ზღვას.

ეს რა მესმის,  ციცქნა ღერო,

მოდი, სული შეგიბერო!


სწრაფად უნდა ჩაგაქრო,

რომ ვერავინ ჩაყლაპო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen