კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:35

 

 

როცა გინდა, დაიძინო,

თუ კი კარი გადარაზე,

სანამ თვალებს დახუჭავდე,

არ შესკუპდე ქანდარაზე!


არც თავლაში შეხვიდე,

არც სოროში შეძვრე,

არც ბუნაგში მოკალათდე,

იქ ძილს ვერსად შეძლებ!


არც ბუდეში ჩაჯდე,

რაში გარგებს ფუღურო?

ყველაფერს სჯობს, საწოლში

ჩაწვე და ჭერს უყურო.


ძილი ცხოვრობს თურმე ჭერში,

არც ხმა აქვს და არც ფერი,

ყველაფერზე უფრო უყვარს

ნანა, დედის ნამღერი.


- კიდევ? - კიდევ ზღაპარი,

- კიდევ? - რბილი ბალიში,

ჭერიდან რომც ჩამოვარდეს,

სულ არ არის საშიში.


ის ისეთი ფაფუკია,

ბრახ! - რომც მოგხვდეს თავში,

დიდი, დიდი, ერთი-ორჯერ

დაამთქნარო მაშინ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen