|
ბუს ბახალა ბუკა სიხარულით ბუქნავს. - ვინ ესტუმრა? - დეიდა. - რა მოართვა? - ფლეიტა! - რა კარგია, ჰეიდა, დაკვრას ვიწყებ დღეიდან! როიალის პედალს ვერ წვდებოდა ბედად, ვიოლინოს ხემიც იყო ძალზე გრძელი, მძიმე იყო ჩელოც, ტყეში როგორ ევლო? ჰოდა ჩვენი ბუკა ფლეიტაზე უკრავს! - საშობაოდ ვმართავ კონცერტს! ბილეთებში ვითხოვ ორ ცენტს! - პროგრამაში რა გაქვს ბუკა? - რა თქმა უნდა, "ღამის ფუგა”! ჭოტი გახლავთ მაესტრო, ყველა უნდა დაესწროთ! |


