კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 15:37

 

 

წავალ და მოვალ, შენ ვერც გაიგებ,

სული სარკეში არ ირეკლება,

ისევ  ინდომეს აყვავილება

ჩემი გვირგვინის ხმელმა ეკლებმა.


წავალ და მოვალ, ვით დღე ათასი,

ხან - წვიმის წვეთი, ხან - ნისლის ქულა,

არ შეიძლება, უსასრულობის

მადლი არ იგრძნოს შენს გამო გულმა.


და რაგინდ მშვიდი ერგოს ცხოვრება,

შენ ქვეშ მზეობს და მეუფებს სევდა.

თითქოს, ჩვენ სხეულს ღმერთი ოდესღაც

მიწით კი არა, ლაჟვარდით ზელდა.


საით წაიღებს ქარი ამ სიტყვებს,

რომელიც ცისთვის მინდოდა მეთქვა?

ფიქრის ანეულს მზეკაბანივით

დაუვლის ხოლმე ცის გულისფეთქვა.


და კიდევ ერთხელ ააღაღანებს

ჩემი ცხადის და სიზმრის საყანეს,

რა გაქვს ასეთი მადლი, ზეცაო,

მიწას ვერაფრით რომ ვერ გაგყარეს,


ან სად ივანებ უსასრულობას,

რაში გეტევა ნათელი მზეთა

და ხვაშიადი მარადისობის -

სოფელი ზესთა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen