|
ჩემო ბეღურავ, შენი სამშობლო მწვანე ნაძვია, მთელი ზამთარი სიცოცხლე რომ სტუმრად გაწვია.
ნაძვმა იცის შენი ნაღველი, შენც მაგ წიწვების სიზმრების ხარ ალბათ მნახველი.
შენი სამშობლო მწვანე ნაძვია, ჩემი - ეს მიწა, შენი ნაძვის ფესვს რომ აცვია.
ეს ლურჯი ცაა, გაშალე ფრთები, ჩემო ბეღურავ, ცა ჩვენიცაა.
სამყაროა, მთელი სამყარო, იმღერე ახლა, სხვა რა გითხრა, რაღა გახარო.
ერთი დიდი სამშობლო ღმერთობს. ჩემო ბეღურავ, იმ ღმერთითაა, რომ ვერთადერთობთ! |


