|
თავწაჭრილი გინახავთ მთები? გადამსხვრეული ხერხემლის ჩრდილში აყვავებულან ცის მაცქერალი ხეები და ფესვით იწოვენ, რომ საკუთარ ზროში დამალონ, ძვირფას მეტალთა სასიკვდილო მოლეკულები... ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი დარჩა, თვალებდათხრილი, ლურჯი სივრცის ტკივილებს სუნთქავს... შორსაა ღმერთი, სამშობლოა ძალიან ახლოს... |


