|
ბავშვი სწავლობს სიარულს. ბარტყი სწავლობს ფრენას. დარდო, შენ რად ვერ სწავლობ ჩემგან გადაფრენას.
სხვაგან უკეთ იყო, ბუხარს ჩაენაცარო, ქარი დაიბრიყვო.
დარდო, გასულფონდე, იქნებ ვეღარ მიაგნო ჩემი ფიქრის ბონდებს.
ცის კიდეზე ცალად, უშენოდაც სულს იქნებ მაინც ჰქონდეს ძალა.
წუთისოფლის მნათევ, დაბადებისთანავე გიპოვე და გნახე.
დიდი დარდი არის, იქნებ უდარდელობით შეშლილია ქარი.
უქრობელო ნიშავ, დარდო - სადარდებელო, ნეტა შენ რა გიშავს... |


