კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 14:17

 

 

ღამის ბინდები ჯერაც სტკიოდა

მზიდან ამოსულ პაწია დილას.

წვივიდან ლურჯი სისხლი სდიოდა

ბარდზე გაკაწრულ ბურუსის ფთილას.


ღელეში ჩამდგარ ფეხშიშველ ძეწნას

აღარ უნდოდა ცისკენ გაფრენა,

მერცხლებს ლაჟვარდის ნაწნავი ეწნათ

და სამყურებზე სურდათ გაფენა.


იდგა სოფელი - საყდარი ანდა.

კიდობანივით ჩანდა გარეჯი.

დილის სილურჯეს ცოხნიდა ზანტად

ხნულში ჩამჯდარი ნისლის კამეჩი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen