|
სუნს შეიგრძნობს ცხვირი - გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელად. ამბობს: "ტკბილი მწარეს სჯობს!" თვალი ხედავს შინ და გარეთ ჩვენს მშვენიერ არემარეს. ღამით - ძნელად, იმიტომ, რომ ღამით ბნელა. გეჩვენება ბუად, გარშემო რამ თუა. უკან გრჩება ფეხები. გეშინია, აბა, რა?! სჯობს, დაგმალოს საბანმა და გეძინოს დილამდე ყველა შიშის ჯინაზე! |


