|
ბრალია პყრობილი არწივის თვალთა სივრცეებზე ჭენება, თუ შემოდგომაა დარ ცივი და ფერთა მით გადაშენება როს ნაქუხარი და ნარწევი იქცევა იმედთა შენობა.
ელვათა მტყორცნელნი ეთერად წამები წლებადვე წვალობენ მწუხრის ანგელოსნი გალობენ თუ მომსპარია სიკეთე რად.
სთვლემენ ლამისფერი ლომები და სული ჩანგების ყმა არი სად სერაფიმების ხმა არი ვალპურგია და ვარფლომები. |


