მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია
|
მინივერ ჩივი ჟამთა მოზარე, ერკინებოდა საწურთოს მუხთალს. ქვეყნად გაჩენას მოსთქვამდა მწარედ, ნიადაგ სწუხდა.
ხმალთა კვესება, მხედართ ყიჟინი, (ლომგულ რაინდთა ზმანებით შეშლა და ცეკვის ჟინი).
ეზმანებოდა წარსულის ძვრები, კამელოტის და თებეს გარიყვა, პრიამეს მტრები.
მრავალ სიბრძნეთა მცნობი, უფალი, ხან რომანტიკის გაბედითების, ხან ხელოვნების ჭირისუფალი.
თუმც არ ენახა თვალით აროდეს. ეზმანებოდა ცოდვილთა ჯარი აწ და მარადის...
ხშირად ფიქრობდა, ხშირად ფიქრობდა: ცეცხლი თუ სწვავდა ჩაუქრობელი, ღვინით იქრობდა. |


