|
ენების უცოდნელთა გამამხნევებელი ლექსპრომტი
შეგიძლია მოიარო ამერიკა, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ჰოლანდია, მექსიკა ისე, რომ შენ, მოგზაურმა, არ იცოდე ერთი ენაც! - ღიმილი და ცრემლი - აი, უმაღლესი ლექსიკა...
რა ჯობს, თავის ენაზე რომ უთხრა კაი ლექსი კაცს, მაგრამ - ღიმილი და ცრემლი? მაგრამ - ცრემლი და ღიმილი? - ესენია უმაღლესი ენაცა და ლექსიკაც!
თავადა ხარ ღმერთიცა და ღმერთზეც უმაღლესი ხარ! უნდა თბილად გაუღიმო! უნდა ცრემლი მოიხოცო! - ღიმილი და ცრემლი! - აი, სასწაული ლექსიკა! |
| პოეზიის გვერდი • • • |


