კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 17:36

 

 

მე კი დღეები მძულს შვებულების: 

სმის და ლაყბობის; სმის და ბოლების;

აქ ხეტიალის; იქ ხეტიალის;

თვლა ლეღვის ხეზე წიფობელების...


არ მიყვარს, რა ვქნა, დრო შვებულების:

მწვანე წიაღი ჩვენი ბუნების;

წყაროს რაკრაკი;

ცაცხვის შრიალი;

მეჯლისი მერცხლის და ბულბულების...


სასტუმროების ინტერიერში

ცქერა შიშკინის დათვის ბელების; 

ჭვრეტა მეჯლისის (ანუ - „ბალების“)...

არ მიყვარს, რა ვქნა, დრო შვებულების! -


ჟამი განცხრომის! დრო ფუფუნების!

პობა კუნძების! ძებნა ფონების!

ხარჯვა სიმშვიდის! ჭუჭყი ფულების!

დღე შვებულების! დრო შვებულების!


მინდა ბილისმა თავის ათასი

ქუჩის უჟმური მტვერი დამადოს,

და „ივერიის“ გრილ ვერანდაზე,

თუ შემხვდა ჯერი, მეც ვითამადო...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზიის გვერდი - ტარიელ ჭანტურია  • • •   ტარიელ ჭანტურიას პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen