|
"არის თუ არა სიცოცხლე მარსზე!” "არის თუ არა იქ სადმე წყალი!” - სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ, როდესაც მარსზე იქნება... ქალი...
აკვირდებიან უცნაურ არხებს... მაგრამ სიცოცხლე ის არის, როცა კაბის ბოლოებს ნიავი არხევს...
ღიმილი ფრესკის... მადონა სიქსტის... ცუდია, თუკი მარსის მინდვრებზე ჯერ არ უვლია კარდაკარ სიკვდილს...
იქაურ ჰაიდეგერს და მარსელს არ უკვლევიათ ამაოების მარადიული მარშრუტი მარსზე...
საყურე გიშრის... საყურე - ლალი... - სიცოცხლე მარსზე გაჩნდება იმ დღეს, როდესაც მარსზე გაჩნდება... ქალი! |
| პოეზიის გვერდი • • • |


