|
რარიგ ჰშვენიან ამპარტავნები! სვლა მიუბაძავთ ამაყ ირმიზა, პანის ფერიებს სდევენ ფავნები... თრობამ ქუჩაში ამაყირმიზა.
ახლა ღამეებს ეძვირფასებით! სქელი წყვდიადი ფერდაგროვილი - შემოგხვევიათ ტანზე ფლასებით.
გადამაშორა დოღში ჯირითმა! - დღეს სევდის მთვარე კამარას აღებს, - ისევ ოცნება გადაგვირითმა!
ნოკტიურნებს ისვრის ფერშავ ჰანგებით. თითქოს ტირიან: მგზავრო გვიანო, - კვდებიან გედნი ფარშავანგებით!
მხურვალე სული გრილი ანთებით! ჩავქრებით უფრო, როგორც ჩაქრება, - აისზე მანგი ბრილიანტებით!.. |


