|
ვიყავი მარად უღარიბესი, მქონდა სიმართლე და გული თბილი, გამაჩნდა მარტო ძაღლი ჩიბისი და მახარებდა მასთან სირბილი.
გული ნაწყენი და გასრესილი. მიდგა სიცივე დაუთოველი, სიზმრებისათვის მიყვარდა ძილი.
ატირებული სიმარტოვეთი. არ იყო ხელის გამოწოდება და არ გამათბეს სოფლის პოეტი.
და გულზე ძაფით შევაბი გული, მაგრამ წამება მან გამიახლა - ორივე ვნახე მე დაკარგული.
დავდივარ, კაცი უღარიბესი: გული თრევისგან გამოქლიბული და გასრესილი ჩემი ჩიბისი. |
| პოეზიის გვერდი • • • |


