კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2026 13:18

 

 

მე შენ ნაზ სურათს, მოფერებით, წმინდა Maria,

ვატარებ ყველგან ავათმყოფი - ჩუმი დიდებით.

თითქოს ქვითინებს იდუმალი თეთრი არია

სათუთ ჩარჩოში, მე პიერო, რომ ვაკვირდები.


ჩემი ოცნება შენ მორცხვ ცრემლებს დაედევნება

და უცაბედათ წამომცდება „ახ, ჩემო Madame“

მოჩვენებაა ეს სიყვითლე, თუ მკრთალი ვნება?

მე შენი ცქერით დავითვრები როგორც თამადა.


გავიხმობ ცალკე შენ თალხ თვალებს ძვირფას ლორნეტით,

თეთრი დუელი სამუდამო გაიმართება,

არ ვიცი რომელს წაგვიღებენ ცისფერი ეტლით.

- მარად ქალწული, ზეციური ღიმილი კრთება, -


არ მომწყინდება სურნელ კვამლში მე სანთლით დგომა,

ნათელ სიზმრებში უშენობით არ მესვენება.

ნაირ ფერებში ითენთება თვით შემოდგომა -

ო, ლურჯ წარსულის სილამაზის - თეთრი ხსენება.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen